ქოსალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიებაზე მერს უმასპინძლეს
29-12-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და სტუმრებს სასიამოვნო სანახაობა მოუწყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ესწრებოდა თეთრიწყაროს მერი ბატონი გიორგი წიკლაური, მერმა მიულოცა პატარებს ახალი წელი და გადასცა საჩუქრები.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.

ბავშვები ძალიან გახარებულები იყვნენ ჩატარებული ღონისძიებით, აუმაღლდათ საახალწლო განწყობა და 2023 წლის შემობრძანებას მოუთმენლად ელიან.  

სკოლის დირექცია ულოცავს ბავშვებს და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203