ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში კონკურსი - „ხელთნაკეთი ნაძვის ხეები და აქსესუარები“ ჩატარდა
29-12-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში ნიჭიერი და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა სახის კონკურსში ხშირად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, სკოლის I-IX კლასის მოსწავლეები სასკოლო კონკურსში - „ხელთნაკეთი ნაძვის ხეები და აქსესუარები“, ჩაერთნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა დავალებას დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით გაართვეს თავი. მათ ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო დეკორაციები დამოუკიდებლად შექმნეს.

„ყველა ნამუშევარი გამოირჩეოდა ბუნებრივი და ხელოვნური მასალის მრავალფეროვნებით, ორიგინალურობითა და დახვეწილობით“, - აღნიშნეს სკოლაში. 

სკოლის დირექცია დამდეგ 2023 წელს ყველას ულოცავს და გამარჯვებული კლასების მოსწავლეებს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203