ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქველმოქმედების მიზნით, სოციალური პროექტი განახორციელეს
29-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, თემაზე - „არა სიღარიბეს!“ სოციალური პროექტი განახორციელეს. პროექტს მასწავლებელი, შორენა აკოფაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით მოიძიეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, რომელთაგან ოთხშვილიანი, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ოჯახი შეირჩა.
მოსწავლეებისა და მასწავლებლის ძალისხმევით შეგროვდა თანხა და თბილი ზამთრის ტანსაცმელი.
„შეგროვებული თანხით ოჯახისთვის შევისყიდეთ საჭირო პროდუქტები და საახალწლო სუფრისთვის საჭირო ტკბილეული. ეს იყო ძალიან პატარა სიურპრიზი წინასაახალწლოდ, რომელმაც ერთი შეჭირვებული ოჯახი, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გაახარა.
მადლობას ვუხდი ყველას ვინც გაიღო თუნდაც მცირედი და მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნავს პედაგოგი შორენა აკოფაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს