დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს
29-12-2022

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის დაწყებითების კათედრა წინასაახალწლო სამზადისში აქტიურად ჩაერთო და ზეიმი გამართა.

ღონისძიებაში, მასწავლებლების - მაია მთვარაძისა და იზა ნინიაშვილის ხელმძღვანელობით, მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები საზეიმო ფორმებში გამოეწყვნენ და საინტერესო აქტივობები გამართეს. მათ ზეიმის მსვლელობისას  შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს, იცეკვეს, იმღერეს. დამსწრე საზოგადოება გაახალისეს და განწყობა აუმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში ეხმარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203