ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
29-12-2022
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ტური მოეწყო. 

მეექვსეკლასელები, დამრიგებელ ქეთევან  დოლიძესთან და ისტორიის მასწავლებელ ნატო შამილიშვილთან ერთად,  ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა მუზეუმში წარმოდგენილი აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები დაათვალიერეს, გაეცნენ ხალხური რეწვის დარგებს, აგრარულს მეურნეობასა და აჭარელი ხალხის ყოფით ცხოვრებას.

მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203