ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კონკურსი მოეწყო
29-12-2022
ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში, ქართული ენის მასწავლებელმა - ლია ტონოიანმა ხელნაკეთი ნაძვის ხის კონკურსი მოაწყო.

კონკურსის ბოლოს ფარული შერჩევით სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა.

მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ კონკურსში, დამოუკიდებლად მოამზადეს დეკორაციები და სასკოლო გარემო გაალამაზეს.

მსგავსი აქტივობები, მოსწავლეებს ეხმარება წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრებას შეეჩვიონ.

„ყველა დამზადებული ნაძვის ხე იყო არაჩვეულებრივი“ ,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203