ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2023 წელს საზეიმო ღონისძიებით ეგებებიან
29-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის და საზეიმო განწყობის შექმნისთვის საინტერესო აქტივობებს ხშირად აწყობენ.


ამჯერად, სკოლის მასწავლებელმა - მარგარიტა თოროსიანმა მე-3 კლასში საახალწლო ზეიმი გამართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ბავშვება საინტერესო და ძალიან სახალისო სცენარი დადგეს. მაყურებლის წინაშე კი შესანიშნავად წარდგნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ლამაზ სამოსში გამოეწყვნენ, იმღერეს, იცეკვეს, გაერთნენ, აუდიტორიაც აიყოლიეს და გაახალისეს.

მესამეკლასელებმა სცენიდან დამდეგი ახალი წელი ყველას სიმღერით მიულოცეს.


ღონისძიების მსვლელობისას ყველა მოსწავლემ იაქტიურა და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203