„საახაწლო ზღაპარი“ დილისკის N1 საჯარო სკოლაში
29-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში ახალი 2023 წლის დადგომას დიდი იმედებით მოუთმენლად ელიან. 

სკოლაში შესაბამისი საზეიმო აქტივობებიც გაიმართა. პედაგოგ ნარინე გაბრიელიანის მოსწავლეებმა „საახაწლო ზღაპარი“ წარადგინეს, რითაც საახალწლო პერიოდი სიმღერებით, ცეკვებითა და ლექსებით გაამრავალფეროვნეს.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203