დილისკის N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ძველი წელი ღონისძიებით გააცილეს
29-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, მასწავლებელმა სედა მანასიანმა საინტერესო საახალწლო ღონისძიება გამართა. მის მიმდინარეობაში მე-3 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათ მრავალფეროვანი სიმღერებითა და ლექსებით გააცილეს ძველი და კარი გაუღეს ახალ წელს. 

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203