დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტებზე იმუშავეს
29-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველ სემესტრს ნაყოფიერად ასრულებენ.
განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო პროექტი, მათ შორის, „ჯანსაღი ცხოვრების როლი ჩვენს ცხოვრებაში“ და „წარუშლელი კვალი“. თითოეულ მათგანზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
პრეზენტაციების წარდგენას წინ მასალის გაცნობა, წაკითხვა, განხილვა, მსჯელობა და PowerPoint-ში მუშაობა უსწრებდა. აქტივობების მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.