ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
29-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ქართული ენის მასწავლებელი თამარ პოილარაშვილი იყო.

მის მიმდინარეობაში მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეებმა ქართული ლექსები და სიმღერები შეასრულეს, მათ მასწავლებლებს და მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი ქართულ ენაზე მოულოცეს.

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო გარემო და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203