ოროჯალარის საჯარო სკოლაში კარტოფილის კერძების ფესტივალი ჩატარდა
29-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ პროექტები ხშირად იმართება. 

ამჯერად, კარტოფილის კერძების ფესტივალი ჩატარდა, რომელიც მე-6 კლასის ისტორიის მასწავლებელმა კარინე ჩეგამდარიამა მშობლებთან თანამშრომლობით დაგეგმა და განახორციელა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ, ფესტივალის ფარგლებში, ჯერ დამსწრეებს პრეზენტაცია - „სამცხე-ჯავახეთი - საინტერესო ფაქტები ჩვენი რეგიონის შესახებ“ წარუდგინეს. აღნიშნული აქტივობის შემდეგ მოსწავლეების ხელით მომზადებული კერძების დეგუსტაცია გაიმართა. ჟიურის წევრებმა 3 გამარჯვებული გამოავლინეს, რომელთაც სკოლამ სიგელები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203