მოდეგამის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ზეიმი
29-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო სამზადისში აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლაში საინტერესო საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომლის მსვლელობაშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. ბავშვებმა ლამაზი სანახაობა დადგეს - იცეკვეს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტურმენტზე დაუკრეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გარემო იყო ძალიან ფერადი და საზეიმო, რასაც საახალწლო დეკორაციები კიდევ უფრო ალამაზებდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203