ნინოწმინდის N3 სკოლის მეწარმე მოსწავლეთა კლუბის წევრებმა საშობაო ბაზრობაზე ხელნაკეთი საახალწლო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს
29-12-2022
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშობაო ბაზრობაზე ხელნაკეთი საახალწლო დეკორაციების გამოფენა-გაყიდვა გამართეს.

სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - მაკა ბიჩინაშვილის და არუსიაკ სააკიანის ორგანიზებით, მეწარმე მოსწავლეთა კლუბი - handmaders ფუნქციონირებს. 

მოსწავლეები საწრეო მუშაობის ფარგლებში საინტრესო ნამუშევრებს ქმნიან. 

ახალი წლის მოახლოვებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დაამზადეს საახალწლო სუვენირები, შემდგომ კი საშობაო ბაზრობაზე გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203