ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საახალწლო სანახაობით წარდგნენ
29-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ახალ წელს საინტერესო აქტივობებით ეგებიან.

ამჯერად, I კლასში, რომლის დამრიგებელიც გრეტა თუმასიანია, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საინტერესო საახალწლო პროგრამები წარადგინეს. საახალწლო ფორმებში გამოეწყვნენ და ლამაზი სანახაობა დადგეს.

ბავშვებმა ღონისძიების მსვლელობისას შესაძლებლობები წარმოაჩინეს, საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ, იცეკვეს იმღერეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203