ბეშთაშენის საჯარო სკოლა სასკოლო საგრანტო კონკურის გამარჯვებულია 
29-12-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლამ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოცხადებული სასკოლო საგრანტო კონკურში გაიმარჯვა. 

სკოლიდან კონკურსში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ციალა ფუტკარაძე მონაწილეობდა. მის მიერ წარდგენილმა პროექტმა "კინო და ლიტერატურა" ჟიურის მოწონება დაიმსახურა და დამსახურები გამარჯვებაც მოიპოვა. 

ფონდისგან სკოლას საჩუქრად გადაეცემა  8000 ლარი, რომელსაც სკოლა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული ან საგანმანათლებლო ცვლილებებისთვის გამოიყენებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203