დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს
29-12-2022
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, დაწყებით კლასებში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ დამდეგი ახალი წელი სახალისო თეატრალური წარმოდგენებით, მუსიკალური ნომრებითა და ლექსებით აღნიშნეს.

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. ღონისძიებაზე თოვლის ბაბუაც მივიდა. დასასრულს, საზეიმო ვითარებაში ტორტიც გაიჭრა.

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203