ცხუნკურის N2 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
29-12-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები დიდი ინტერესით ასრულებენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე - ნოველის დაწერა, რომელიც მერვეკლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეასრულეს. 

საინტერეო კომპლექსური დავალება მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა დარეჯან ტუსკაძემ შესთავაზა. 

კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მოსწავლეებმა 22 დეკემბერს გამართეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები.

„მერვეკლასელებმა შექმნეს პოსტერები და ჩანახატები წიგნზე, დახატეს პერსონაჟები და ეპიზოდები რევაზ ინანიშვილის ნოველიდან - „წიგნი“, ასევე წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული სოფლის წინავითარების სახელები და წაიკითხეს მათ მიერ შექმნილი, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი ნოველები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა დირექტორისა და დამსწრე პედაგოგების მხრიდან“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203