პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
29-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში, ხალისიანი და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულს განსაკუთრებით ბავშვები ელიან დიდი სიხარულით, მათი განწყობის ამაღლებისთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია  მსგავსი ღონისძიებების მოწყობა.

მოსწავლეები დიდი შემართებით იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში, წარმოადგინეს საინტერესო ნომრები და ჰყავდათ მოწვეული თოვლის ბაბუა.

დამსწრე საზოგადოება მოხიბლული დარჩა ჩატარებული ღონისძიებით და იმედოვნებენ, რომ ასეთი სანახაობა ხშირად მოეწყობა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203