„საახალწლო მოგზაურობა ღრუბლებს იქეთა სამეფოში“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ზღაპრული ღონისძიება  გაიმართა
29-12-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია. მოსწავლეები საინტერესო აქტივობებით ეგებებიან ახალ, 2023 წელს.

სკოლის მე-5 კლასში საახალწლო ღონისძიება - „საახალწლო მოგზაურობა ღრუბლებს იქეთა სამეფოში“ , გაიმართა. ბავშვებმა სხვადასხვა ზღაპრის გმირის როლი მოირგეს და  დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზ ფორმებში გამოწყობილნი წარდგნენ.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს, იცეკვეს, იმღერეს და მინი სპექტაკლი შესანიშნავად დადგეს. 

„საოცრად ენერგიული, მხიარული და ნიჭიერი ბავშვები გვყავს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მე-5 კლასის პედაგოგი ნინო ფანჩულიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203