საახალწლო ღონისძიება ციხისძირის საჯარო სკოლაში - მესამეკლასელები  სასკოლო საზოგადოების წინაშე ორიგინალური საზეიმო პროგრამით წარდგნენ
29-12-2022
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-3 კლასში, რამდენიმე სახალისო ნომინაციაში კონკურსი ჩატარდა.

კონკურსი ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ პროცესში, აუმაღლდათ საახალწლო განწყობა და 2023 წლის შემობრძანებას დიდ იმედებით ელიან.

„ემოციური, ამაღლებული და საახალწლო განწყობაა მე-3 კლასში... მეტად ორიგინალური და საინტერესო პროგრამით წარდგა კლასი ადმინისტრაციის წინაშე. მადლობა ბავშვებს, კლასის ხელმძღვანელსა და აქტიურ მშობლებს საზეიმო განწყობის შექმნისთვის...“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203