„ოტია-მართალი კაცი“ - დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
29-12-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო რუხაძემ პროექტი - „ოტია-მართალი კაცი“ განახორციელა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მომზადდა დიდი ენთუზიაზმით, სიყვარულით და მწერლის ბიოგრაფიის გაცნობით.
მოსწავლეებმა როლური თამაშებით წარმოადგინეს ოტიას სახე, მოთხრობების გმირები და წაიკითხეს ლექსები.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, მიიღეს ახალი ინფორმაცია და მიღებული ცოდნა სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
სკოლის დირექცი, პედაგოგს და მოსწავლეებს, ასეთი საინტერესო პროექტისთვის მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს