ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - საბა დეკანაძემ და ზურაბ თავართქილაძემ საქართველოს კუთხეების პაზლი შექმნეს
29-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით ისინი თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა საბა დეკანაძემ და ზურაბ თავართქილაძემ „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა განახორციელეს. ისინი მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების პაზლი საკუთარი ხელით დაამზადეს, კლასში ააწყვეს და დალი მასწავლებლისგან შექება დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203