ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ელენე კუბლაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლე ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებს. ამჯერად, ელენე კუბლაშვილმა, რომლის მზრუნველი დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ, izrune.ge-ს დეკემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
მოსწავლემ დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე და ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ გვენეტაძე ბრწყინვალე შედეგით ინგლისური ენის ტესტირებაშიც ასახელა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ეს ელენეს მეოთხე გამარჯვებაა ამ მოკლე დროში. ვულოცავთ ელენეს და მის პედაგოგებს ამ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: