„ფილტვების მნიშვნელობა ადამიანისათვის“- ძირკვაძეების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
29-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტებსა თუ აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ზურაბ თავართქილაძემ და საბა დეკანაძემ ბუნებისმეტყველებაში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს. მისი თემა „ფილტვების მნიშვნელობა ადამიანისათვის“ იყო. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
პრეზენტაციამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.
მასწავლებლმა დონარ აბულაძემ თითოეულ მოსწავლეს, შესრულებული პრეზენტაციისათვის, მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს