
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო გარემოა. მოსწავლეები საახალწლო სამზადისში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობითა და ჩართულობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს. ბავშვებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
მათ საახალწლო კარნავალს მრავალფეროვნება საახალწლო სუფრამაც შემატა, რომელიც სადღესასწაულოდ გააფორმეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დრო ძალიან ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - თებრონე სულაძემ შესანიშნავი ღონისძიებისთვის მოსწავლეებს და კლასების დამრიგებლებებს მადლობა გადაუხადა, სასკოლო საზოგადოებას კი დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
იხილეთ ფოტოები: