მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო სანახაობა
29-12-2022

ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალიან სახალისო და სანახაობრივი საახალწლო ზეიმი გამართეს.

ახალი წელი ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულია, განსაკუთრებით კი, ბავშვები ელიან ამ დღეს. 

წარმოდგენილი საახალწლო ღონისძიება, მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადსხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო სანახაობრივი გახადა.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების განწყობის ამაღლება და მათთვის საინტერესო ღონისძიებების ორგანიზება, რადგან აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთონ სკოლაში მიმდინარე სხვადსხვა პროექტში.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილეებს აქტიურობისთვის და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203