თბილისის N60 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნატალი ტაბატაძემ უშუში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
29-12-2022
თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ შეჯიბრებებში, აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლა მე-3 კლასის წარჩინებულმა მოსწავლე ნატალი ტაბატაძემ კიდევ ერთხელ ასახელა. მან აგვისტოში ბათუმის ღია საერთაშორისო უშუს ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ორი ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო დეკემბერში საქართველოს მე-19 ეროვნულ ჩემპიონატზე კვლავ პირველი ადგილი დაიკავა და ორი ოქროს მედალი მიიღო.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. მისი კლასის დამრიგებელი ქ.ნაოჭაშვილია.

„ვულოცავთ ნატალის დამსახურებულ ჯილდოებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს სწავლასა და სპორტში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203