დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გაიმართა
29-12-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც უკლებლივ ყველა კლასის მოსწავლე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ახალ 2023 წელს მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები მოუთმენლად, დიდი იმედებითა და სადღესასწაულო განწყობით ელიან. 

ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203