
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საინტერესო ღონისძიებით ეგებებიან.
როგორც სკოლაში გივყვებიან, საახალწლო ზეიმი მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე საახალწლო სამოსში გამოწყობილნი წარდგნენ. მათ მინი სპექტაკლი გაითამაშეს და სხვადასხვა აქტივობა შესანისნავად შეასრულეს.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული სანახაობა წარუდგინეს და მაყურებელს ჯადოსნური განწყობა აჩუქეს.
„ბავშვების დიდი მონდომებით ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურეთ“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ: სოფო მიქიაშვილი და ხათუნა ჩალაძე.
იხილეთ ფოტოები: