ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართეს
28-12-2022

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობას ხშირად აწყობენ.  სწორედ ამ მიზნით, ხელოვნების გაკვეთილზე ბავშვებმა საახალწლო აქსესუარები შექმნეს.

მოსწავლეებმა და ხელოვნების პედაგოგმა - მაია ფხაკაძემ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. ისინი, შემოსული თანხით, კაცხის სვეტზე მცხოვრები ბერებისათვის სურსათ-სანოვაგეს ყიდვას აპირებენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ამ პროექტში მთელი სული და გული ჩადეს.

„სამყაროს ყველა კეთილბუნებოვან ადამიანს ვულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203