ოლადაურის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
28-12-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტიუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა, თამილა ასლანიძემ გაუწია.    
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203