ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო განწყობა და საზეიმო ღონისძიება
28-12-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის მსვლელობაშიც არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც ჩაერთვნენ. ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა ახალი წლის თემატიკაზე საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს და საკუთარი შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.

ერთობლივი ძალებით,  მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ღონისძიებას მრავალფეროვნება შემატეს. დრო კი  ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203