ნენიის საჯარო სკოლის მასწავლებელი დარეჯან დუმბაძე მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე ზრუნავს
28-12-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, დაწყებითი მე-2 - მე-4 კლასების მასწავლებელმა დარეჯან დუმბაძემ მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

პედაგოგის ჟესტმა მოსწავლეები ძალიან გაახარა, საახალწლო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა და მოტივაცია შესძინა. მათ დრო საინტერესოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ახალი 2023 წლის დადგომას ყველა მათგანი მოუთმენლად ელის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203