ხარაულის საჯარო სკოლის ბუნებისა და ქიმიის მასწავლებლებმა მოსწავლეებს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი შესთავაზეს
28-12-2022

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის ერთ-ერთი მაგალითია 21 დეკემბერს ჩატარებული ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი.

საბუნებისმეტყველო კათედრაზე ბუნების მასწავლებელმა - ზიანა ზოიძემ და ქიმიის მასწავლებელმა - მაია ხარაძემ ​ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი (ბუნება VI კლასი და ქიმია VIII კლასი).

გაკვეთილის თემა გახლდათ „ნარევის დაყოფის ხერხები“.

პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზეს. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ამ მონდომებით, ამ ძალისხმევით თუ მივყვებით აუცილებლად მივაღწევთ სოლო ტაქსონომის არა მიმართებით არამედ აბსტრაქტულ დონესაც. უღრმესი მადლობა ყველას დახმარებისა და გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს პატარა ქიმიკოსებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203