ახალციხის N7 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო და საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა
28-12-2022

ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. პედაგოგები ხელს უწყობენ მოსწავლეებს წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და სასწავლო პროცესი იყოს უფრო მეტად სახალისო და საინტერესო. ამავე მიზნით წელიწადის ოთხი დროსადმი მიძღვნილი ღონისძიება და საახალწლო ზეიმი ჩატარდა.

წელიწადის ოთხი დრო - ფერადი, საინტერესო აქტივობებით წარიმართა, მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ორიგინალური დეკორაციები და საგაკვეთილო თემა ხალისიანად შეისწავლეს.

ღონისძიება 27 დეკემბერს  ჩატარდა, მას პედაგოგი ინგა ნასყიდაშვილი ხელმძღვანელობდა.

28 დეკემბერს კი, საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომელსაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღმზრდელებმა გაუწიეს ორგანიზება.

მოსწავლეებისთვის საახალწლო ღონისძიება ძალიან დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი იყო, დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ პროცესში, აუმაღლდათ საახალწლო განწყობა და მოუთმენლად ელიან ახალი წლის შემობრძანებას.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203