„შეწყვიტე ძალადობა/STOP BULLYING“ - ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მერველკლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია
28-12-2022
ტყიბულის N4 საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად, VIII კლასში ინგლისურ ენაში თემაზე - „შეწყვიტე ძალადობა/STOP BULLYING“ პრეზენტაცია ჩატარდა.

ბავშვებმა აღნიშნულ თემაზე მოამზადეს პრეზენტაციები, დაამზადეს კედლის გაზეთი და ინფორმაციული ბუკლეტები, რომლებიც, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს დაურიგეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სამუშაო პროცესი ბავშვებისთვის შთამბეჭდავი იყო.

აქტივობას პედაგოგი სოფიო ბრეგაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203