ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს მრავალფეროვანი ღონისძიებით ეგებებიან
28-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2023 წელს შთამბეჭდავი ღონისძიებით ეგებებიან.

სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.

ბავშვები სცენაზე მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამით წარსდგნენ. სადღესასწაულო ფორმებში გამოეწყვნენ, იცეკვეს, იმღერეს, მინი სპექტაკლი დადგეს და საზოგადოების წინაშე სახალისო სკეტჩები გაითამაშეს.

ღონისძიების დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203