საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები 2023 წელს საზეიმო ღონისძიებებით ხვდებიან
28-12-2022

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. მოსწავლეები დამდეგ 2023 წელს საზეიმო ღონისძიებებით ხვდებიან. 

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ბედნიერი ახალი წელი და სურვილების ასრულება უფროსკლასელებმა უსურვეს. ისინი უმცროსკლასელების წინაშე საზეიმო პროგრამით წარდგნენ და პატარებს კიდევ ერთი ბედნიერი დღე აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ საფარლოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203