ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა, მოსწავლეებმა გრანდიოზული საახალწლო ზეიმი ჩაატარეს.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ სხვადასხვა ნომერი მოამზადეს - ქართული ნაციონალური ცეკვები აჭარული, რაჭული და სამაია შეასრულეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სკეტჩები დადგეს. სანახაობამ დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება და უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
ზეიმზე მოწვეული სტუმრები - მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები იყვნენ. სოფლის გამგებელი ზაზა ვნაძე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა და შობა-ახალი წლის მობრძანება ყველას მიულოცა, ასევე სიტყვით გამოვიდნენ დირექტორი თემურ მიქელაძე და მასწავლებლები.
ღონისძიები ორგანიზატორები როინ მარკოიძე და მურად ვანაძე იყვნენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: