
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება - „ქალაქის ქუჩები“.
მოსწავლეებმა კლასშივე დაამზადეს ორიგინალური ნამუშევრები და საინტერესო მაკეტი შექმნეს.
„მეოთხეკლასელებს ულამაზესი მაკეტი გამოუვიდათ. მათი შრომისმოყვარე და დაუღალავი მასწავლებელი ნადიე ქამადაძე შემდგომშიც გაანებივრებს მოსწავლეებს ახალ-ახალი იდეებით. წარმატებები მათ“, -აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: