
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწო ზეიმია.
მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო ღონისძიება გამართეს.
ბავშვებმა ღონისძიების მსვლელობისას შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს - იმღერეს, იცეკვეს და სხვადასხვა საინტერესო სკეტჩი გაითამაშეს.
„ღონისძიება ძალიან საინტერესო გამოვიდა. ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო გაფორმებული, ბავშვებმაც საუკეთესოდ გაართვეს თავი აქტივობებს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
სკოლა, ქართული ენის მასწავლებელს და დამხმარე მასწავლებელს საზეიმო განწყობის შექმნისთვის დიდ მადლობას მოახსენებს.
იხილეთ ფოტოები: