ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს
28-12-2022

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობა-ახალი წელი პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად იზეიმეს.

ღონისძიების მიმდინარეობაში საგანგებოდ გამოწყობილი მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი დიდი სიყვარულით მოულოცეს - წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური ნომრები წარადგინეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა ხიმშიაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის დირექციამ ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო დღეების გალამაზებისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203