იხტილის საჯარო სკოლის მესამეკლასელები ახალ წელს ღონისძიებით ეგებებიან
28-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო აქტივობებში აქტიურად ერთვებიან და საზეიმო განწყობას ქმნიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს.

აღნიშნულ ღონისძიება საახალწლო ბაზრობასაც მოიცავდა, რომელმაც მას მრავალფეროვნება შემატა.

ბავშვებმა ზეიმის მსვლელობისას, სომხური და ქართული სიმღერები შეასრულეს, ასევე შთამბეჭდავად იცეკვეს.

მოსწავლეებმა დრო ხალისიანად გაატარეს და ბოლოს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203