
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საინტერესო აქტივობებით ეგებებიან.
სკოლაში, ხელოვნების მასწავლებელმა თემაზე - „ორიგინალური ნაძვის ხე“ კონკურსი გამოაცხადა.
მოსწავლეებმა მცირე დროში საკუთარი ხელით დაამზადეს არა მარტო ნაძვის ხეები, არამედ სხვა საახალწლო დეკორაციებიც. მასწავლებლებმა 4 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი გამოავლინეს. ყველა მოსწავლე, წახალისების მიზნით, სკოლის დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა.
ნიჭიერმა ბავშვებმა ასევე, საახალწლო ლექსები და სიმღერები წარმოთქვეს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: