ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლე ვახტანგ მგელაძემ მკლავჭიდში, აჭარის ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
28-12-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლაში ძიმითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის ვახტანგ მგელაძის სპორტულ წარმატებას ზეიმობენ.
ძიმითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მკლავჭიდის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.
რეგიონალური მკლავჭიდის ფედერაციამ მოაწყო აჭარის ღია ჩემპიონატი, სადაც 18 წლამდელთა შორის ვახტანგ მგელაძემ წარმატება მოიპოვა. XI კლასელმა I ადგილი დაიკავა მარცხენა მკლავით, III ადგილი კი - მარჯვენა მკლავით.
ვახტანგ მგელაძე მედლებითა და სიგელით დაჯილდოვდა.
ძიმითის საჯარო სკოლა ულოცავს ვახტანგ მგელაძეს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს