ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება 
28-12-2022

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საზეიმო ღონისძიებებით ეგებებიან. 

ამჯერად, საახალწლო ღონისძიება მე-2 და მე-2 კლასების მოსწავლეებმა გამართეს. 

მეორეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, მათ შორის, მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იცეკვეს და იმხიარულეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, კულტურულ, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203