„ზამთრის რაფსოდია“- ხუცუბნის საჯარო სკოლის V კლასში საინტერესო ღონისძიება მოეწყო
28-12-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის V კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა.
მათ, წელიწადის მიმდინარე დროსთან დაკავშირებით ღონისძიება - „ზამთრის რაფსოდია“ მოაწყვეს. მოსწავლეებმა ბუნიაობის მნიშვნელობის, ტრადიციებისა და რიტუალების შესახებ ისაუბრეს.
მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ V კლასის მოსწავლეები დამრიგებელ და ბუნებისმეტყველების მასწავლებელ მზია თხილაიშვილთან ერთად, წელიწადის ყოველ დროს ღონისძიებით აღნიშნავენ.