ქუთაისის N12 სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებით წარდგნენ
28-12-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

ზეიმი 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ ლიკა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, წინასაახალწლო განწყობის ასამაღლებლად სკოლის სააქტო დარბაზში მოაწყვეს. 

ისინი მაყურებლის წინაშე საინტერსო პროგრამით წარსდგნენ -  წაიკითხეს საშობაო-საახალწლო ლექსები, იმღერეს საახალწლო სიმღერები და იცეკვეს. ღონისძიებას მუსიკალურად მუსიკის პედაგოგი ელისო ფხაკაძე აფორმებდა.

„პატარებმა ხალისითა და დიდი სიყვარულით მიულოცეს სტუმრებს შობა-ახალი წელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203