„სწავლა -კეთებით“​ - ქვენობნის საჯარო სკოლის უცხო ენის კათედრამ საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა
28-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხო ენებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

ამჯერად, უცხო ენის კათედრამ საინტერესო პროექტ - გაკვეთილი „სწავლა -კეთებით“ ჩაატარა. 

მონაწილე მოსწავლეებმა თემაზე -„სამზარეულოს ომები“ ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე პრეზენტაციები გამართეს. 

მოსწავლეებმა ჟურნალისტისა და მზარეულის როლები მოირგეს და თითოეული ქვეყნის ტრადიციული კერძები მოამზადეს. მეტი თვალსაჩინოებისთვის კი დაამზადეს პოსტერები.

„აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, სამუშაოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობასა და ლიდერის თვისებების გამომუშავებას. ვითარდება მათი თანამშრომლობითი და შემოქმედებითი აზროვნება. ამავდროულად, მოსწავლეები უშუალოდ ხედავენ შრომის შედეგს. მეთოდი შესაძლებელს ხდის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203